
სელფსტუდიო
კამერა, შუქი, 55" ეკრანი — მზადაა. ფოტოები 24 საათში.
კამერის წინ უფრო თავისუფლად გრძნობ თავს, როცა ოთახში მხოლოდ შენ ხარ. პროფესიონალური კამერა და შუქი უკვე დაყენებულია, კადრს 55-დიუმიან ეკრანზე ხედავ და პულტით თავად იღებ — მშვიდი გარემო, მარტივი პროცესი და ბუნებრივი კადრები. აირჩიე ხანგრძლივობა და ნახე მიმდინარე ფასი ჯავშნისას.
სტუდიის მოწყობა
ყველაფერიმზადაა
სტუდიაში შედიხარ — კამერა უკვე სწორ პოზიციაშია, შუქი სწორ კუთხეშია. 55-დიუმიან ეკრანზე კადრს რეალურ დროში ხედავ, პულტით იღებ: დადექი, გადაიღე, შეხედე, შეცვალე.
ფონი 2 წუთში იცვლება. 30 წუთში — სამი სხვადასხვა ფერი და სამი განწყობა.
3ნაბიჯი
შემოდი და ფონი აირჩიე
6 ფერიდან: ოქროსფერი, ვარდისფერი, მაჟენტა, ყავისფერი, შავი, თეთრი. თითოეული განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის. სამოსი — შენი.
გადაიღე და ადგილზევე ნახე
პროფესიონალური კამერა და 55-დიუმიანი live preview ეკრანი — კადრს მაშინვე ხედავ. ყველა პოზას შენ აკონტროლებ.
ფოტოები — 24 საათში
გადაღებიდან 24 საათში ყველა დამუშავებულ ფოტოს მიიღებ ონლაინ ალბომის სახით, watermark-ის გარეშე.
რატომსელფსტუდიო
55" Live Preview
ყოველ კადრს ადგილზევე, დიდ ეკრანზე ხედავ. ფოტოგრაფი არ გჭირდება — პოზას თავად ირჩევ.
შუქი მზადაა
პროფესიონალური სტუდიური განათება წინასწარ დაყენებულია — არაფრის მორგება არ გჭირდება.
6 ფერი, 1 სესია
ფონის შეცვლას 2 წუთი სჭირდება. 30 წუთში 3 სხვადასხვა ფონი — 3 სხვადასხვა განწყობა.
Reels & TikTok
იდეალურია კონტენტ-კრეატორებისთვის: ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფორმატი ნებისმიერი პლატფორმისთვის.
სტუდიის ფონები
6ფერი—6განწყობა
თითოეული ფონი განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის. ფონის შეცვლას 2 წუთი სჭირდება — სესიაში შეგიძლია ექვსივე გამოიყენო.
ოქროსფერი
ვარდისფერი
მაჟენტა
ყავისფერი
შავი
თეთრი
კითხვები
ფოტოგრაფი იქნება?
სელფ სტუდიოში ფოტოგრაფი არ არის — მხოლოდ შენ ხარ. კამერა უკვე მზადაა, შედეგს კი live ეკრანზე ხედავ.
გადაღება არ ვიცი — გამომივა?
აუცილებლად. კამერა სტატიკურია, შუქი დაყენებული. შენი საქმეა პოზა, ღილაკი და ეკრანი — დანარჩენს ჩვენ ვაწყობთ.
რამდენი ფოტო გამოვა?
30 წუთში საშუალოდ 40–60 კადრი, 1 საათში — 100-ზე მეტი. ყველა გადაღებული ფოტო შენია.
ფოტოებს როდის მივიღებ?
გადაღებიდან 24 საათში: Lightroom-ში დამუშავებული, watermark-ის გარეშე, ონლაინ ალბომის სახით.
მეგობართან ერთად შეიძლება?
დიახ. 2 ადამიანამდე ფასი იგივეა. სელფ სტუდიო წყვილური კადრებისთვისაც კარგია.
ფასები
ფასები იტვირთება...
სელფ სტუდიო
30წუთი.სტუდია—შენი.
ფოტოები 24 საათში. Watermark-ის გარეშე.